Header Ads

ტექნოლოგიურ შოუზე ავტომობილისთვის...

ტექნოლოგიურ შოუზე ავტომობილისთვის...

ნავიგაცია



კალიფორნიაში CES-2019 11 იანვარს დასრულდა, თუმცა ახლა გახდა ცნობილი, რომ მომავლის ავტომობილის სატელიტური ნავიგაცია ელექტრომოწყობილობების ყოველწლიურ გამოფენაზე დახურულ კარს მიღმა წარადგინეს. პრეზენტაციას BBC დაესწრო.


ფილმებში ნაჩვენებ „რეალობას“ აქამდე თუ არარეალურად აღვიქვამდით, ახლა ეს ყველაფერი შეგვიძლია თამამად ვირწმუნოთ. 


გრაფიკული გამოსახულება, რომელიც პირდაპირ ავტომობილის საქარე მინაზე ჩნდება, მიმართულებას, გადაადგილების სიჩქარეს, დანიშნულების ადგილსა და სხვა მრავალ დეტალს აჩვენებს პოტენციურ მძღოლს. 


ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული დეტალი მაინც ჰოლოგრამული გამოსახულებაა, რომელიც მძღოლს პერიოდულად უთითებს თუ რომელ ზოლში განაგრძოს მოძრაობა, რათა დანიშნულების ადგილამდე მივიდეს.


კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი სისტემის მიმართ მანქანათმწარმოებლები კარგად განეწყობიან და მას მალე დანერგავენ კიდეც. 


ტექნოლოგიური სიახლის ვიზულაური მასალის სანახავდ ეწვიეთ ამ ბმულს.


გასულ წელს Ford-მა წარადგინა უახლესი ტექნოლოგია და განაცხადა, რომ საქარე მინა უსინათლოებს ხედის აღქმაში დაეხმარებოდა. 


6 იანვარს ლას-ვეგასში (აშშ) ელექტრომოწყობილობების ყოველწლიური გამოფენა CES-2019 გაიხსნა, რომელზეც მსხვილმა კომპანიებმა და ნაკლებად ცნობილმა სტარტაპებმა ახალი პროდუქტები წარადგინეს. სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუ კალიფორნიაში 11 იანვარს დასრულდა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.