Header Ads

სასულიერო პირებმა ჯვრის მონასტერი დაკეტეს

სასულიერო პირებმა ჯვრის მონასტერი დაკეტეს

ჯვრის მონასტერი



მცხეთაში ჯვრის მონასტერი წინამძღვრის გადაწყვეტილებით დაკეტეს. როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგიტა კაპანაძე ამბობს, სასულიერო პირები ზაფხულის შემდეგ მონასტრის წინ მდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.


გოგიტა კაპანაძის თქმით, მონასტრის დაკეტვის შესახებ, მან საპატრიარქოს აცნობა, სადაც ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. 


‘მამა კონსტანტინეს მხრიდან მსგავსი გაფრთხილება იყო, რომ თუ მერია გარემოვაჭრეებს არ გაიყვანდა ტერიტორიიდან, მონასტერს დაკეტავდა. ეს კი მათი მხრიდან უსამართლო მოთხოვნაა’, – თქვა მცხეთის მერმა და დასძინა, რომ ამ თემაზე მერიასა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრაც გაიმართა, თუმცა მღვდელმსახურებს მოთხოვნის მიზეზი არ განუმარტავთ.


‘იქ დგანან ადამიანები, რომლებსაც სხვა შემოსავალი არ აქვთ და ისინი დგანან იმ ტერიტორიაზე, რომელიც არც მონასტერს ეკუთვნის და არც მუნიციპალიტეტს – ის არის სახელმწიფოს საკუთრება. მათი ვაჭრობით ხელს არავის უშლიან. როგორც იცით, მცხეთაში მშენებლობებზე არის მორატორიუმი, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ნებართვა მივცეთ ამ ადამიანებს, რომ მათ საკუთარ ეზოებში რამე ააშენონ ან ღობეები გახსნან და ისე ივაჭრონ, შესაბამისად, ვერ ხდება ალტერნატივის შეთავაზება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ადამიანებს შემოსავლის ერთადერთ წყაროს ვერ გადავუკეტავთ’, – თქვა გოგიტა კაპანაძემ.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.