Header Ads

სერიოზული პრობლემა, რომელსაც სჭირდება...

სერიოზული პრობლემა, რომელსაც სჭირდება...


საქართველოს პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეს მთავარ აქცენტებზე საუბრობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე ყურადღებას იმ ნაწილზე ამახვილებს, სადაც პატრიარქმა სიტყვის თავისუფლებაზე ისაუბრა.


როგორც საშობაო წერილში ილია მეორე აღნიშნავს, სიტყვის თავისუფლებით, ხშირად ადამიანები ბოროტად სარგებლობენ და არ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით, მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას. როგორც ეპისტოლეშია აღნიშნული, ხშირად სწორედ სიტყვით თავისუფლებით იფუთება მიზანმიმართული ტყუილიც. ეპისტოლეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად სერიოზული ზომების მიღებაა საჭირო.


„მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორი გზავნილი პატრიარქის ეპისტოლეში, ერთი ეხებოდა, როგორც მოგეხსენებათ სიტყვით ძალადობას, რაც არის სერიოზული პრობლემა, შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბილწსიტყვაობა, რაც უკვე ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელსაც სჭირდება გაფრთხილება და შესაბამისი ზომების მიღება და ასევე საუბარი იყო განათლებაზე“ -ამბობს ირაკლი კობახიძე.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.