Header Ads

ორიოდე დღის უკან მთელი ესპანეთი ფეხზე დადგა,...

ორიოდე დღის უკან მთელი ესპანეთი ფეხზე დადგა,...


საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:



ორიოდე დღის უკან ესპანეთში მთელი სახელმწიფო ფეხზე დადგა, რათა ერთი ბავშვი გადაერჩინა. ვერ გადაარჩინეს. საქართველოში სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რათა ბავშვი არ გადარჩენილიყო. მოკლეს კიდეც.




მაინტერესებს, აგებს ვინმე პასუხს იმაზე, რომ 6 იანვარს, როდესაც პოლიციამ და სოციალურმა დასახურმა პატარა ნინო დალურჯებული და დასიებული ნახა და მშობლისგან დამცავი ორდერი გამოუწერა, და ორი კვირის მანძილზე მოძალადე მშობელთან დატოვა?! ან რა აზრი აქვს ასეთი ორდერის გამოწერას?! არ უნდა დაისაჯოს ის სოციალური მუშაკი და პოლიციელები სამსახურეობრივი გულგრილობისათვის, რამაც ბავშვის სიკვდილი გამოიწვია?!




კიდევ რამდენჯერ, რამდენი ბავშვი უნდა მოკლან, რომ ამ სისტემამ ეფექტურად დაიწყოს მუშაობა?! ვფიქრობ, ბევრი, რადგან მოკლულ ბავშვებს, ფაქტობრივად ყოველთვის საკუთარი მშობელი კლავთ, ანუ პატრონი არ ჰყავთ. და თუ აქ შენ გამო არავინაა ხმის ამომღები, სახელმწიფოს შენი სიკვდილიცა და სიცოცხლეც ფეხზე ჰკიდია. თუმც საერთოდ რა აინტერესებთ? ოკუპაცია არ აინტერესებთ, მოქალაქის სიცოცხლე არ აინტერესებთ, კეთილდღეობა არ აინტერესებთ, მაშ რაღა? მხოლოდ ჭამა!




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.