Header Ads

Dragon-მა დედამიწაზე გერმანელი ასტრონავტის...

Dragon-მა დედამიწაზე გერმანელი ასტრონავტის...

კოსმოსი



უპილოტო სატვირთო სკოსმოსური ხომალდი Dragon-ი, რომელიც მისიით გაგზავნილი იყო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დედამიწაზე დაბრუნდა. ის წყნარ ოკეანეში, დასავლეთ მექსიკის სანაპიროს მხარეს დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას SpaceX-ი Twitter-ზე ავრცელებს.


Dragon-მა კოსმოსურ სადგურზე 2.5 ტონა ტვირთი გადაიტანა, რომელიც მოიცავდა საკვებს, ასევე სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარებისთვის საჭირო ტექნიკასა და მასალებს.


ხომალდმა დედამიწაზე გერმანული აერონავტიკის კვლევითი ცენტრის დროის კაფსულა ჩამოიტანა. კოსმოსურ სადგურზე კაფსულა კოსმონავტმა ალექსანდრ გერსტმა დალუქა. მას ბონში, გერმანიის თანამედროვე ისტორიის მუზეუმში 2068 წლამდე შეინახავენ. კაფსულა მომავალი გერმანელი სტუდენტებისთვის პროგნოზებს შეიცავს. 



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.