Header Ads

„ცენტრ პოინტი“ და „m²“ ვერ შეთანხმდნენ

„ცენტრ პოინტი“ და „m²“ ვერ შეთანხმდნენ

მშენებლობა



‘ცენტრ პოინტსა’ და ‘m²’-ს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ჯერ კიდევ უცნობია, გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება პატიმრობაში მყოფ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან.


დაზარალებული მენაშენეები ამბობენ, რომ დედაქალაქის მერს შეხვდნენ და სწორედ იქ გაირკვა, რომ ‘m²’-მა არარეალური პირობები წარადგინა. საუბარია ‘ცენტრ პოინტის’ მიერ 2008 წლის შემდეგ დაწყებული მშენებლობების დღგ-ს დაბრუნებაზე. ეს თანხა კი ათობით მილიონი ლარია.


კომპანიის ეს შეთავაზება სახელმწიფოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა. დაზარალებულების ინფორმაციით, ახლა მთავრობა კერძო ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაციას გურამ რჩეულიშვილი ნაწილობრივ ადასტურებს და ამბობს, რომ ‘m²’-ის შეთავაზებები მიუღებელია, თუმცა პროცესიდან ამ კომპანიის გამოთიშვას უარყოფს.


‘ცენტრ პოინტით’ დაზარალებულებთან შეხვედრას ‘ქრონიკას’ მერიის პრესსამსახურიც უდასტურებს, თუმცა დედაქალაქის მთავრობა დეტალების შესახებ არაფერს ამბობს. 


თბილისის საქალაქო სასამართლომ  გასული წლის 31 მარტს მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა  მიუსაჯა. პროკურატურა ‘ცენტრ პოინტის’ დამფუძნებლებს თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავებოდა.


გურამ რჩეულიშვილი 30 000-ლარიანი გირაოთი 6 აპრილს გაათავისუფლეს.


2017 წლის სექტემბერში imedinews-ი წერდა, რომ ‘ცენტრ პოინტის’ აქტივებს სამშენებლო კომპანიები ‘X2’ და ‘m²’ ყიდულობდნენ, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია კომპანიებმა უარყვეს. 


ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ m2 ცენტრ პოინტს და მის აქტივებს არ ყიდულობს, არამედ მხოლოდ დაზარალებულების დაკმაყოფილების პროცესშია ჩართული.




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.