Header Ads

NASA-ს ხელმძღვანელმა როგოზინის ვიზიტი...

NASA-ს ხელმძღვანელმა როგოზინის ვიზიტი...



რუსეთის კოსმოსური სააგენტო ‘როსკოსმოსის’ ხელმძღვანელის დიმიტრი როგოზინის NASA-ში ვიზიტი, ზოგიერთი სენატორის მოთხოვნით გადაიდო. ამის შესახებ NASA-ს ხელმძღვანელმა ჯიმ ბრაიდენშტაინმა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.


როგოზინის ვიზიტი NASA-ში თებერვალში იყო დაგეგმილი. როგორც ბრაიდენშტაინმა განაცხადა, მან ბევრი სენატორისგან მოისმინა, რომ როგოზინის ვიზიტი აშშ-ში ‘კარგი იდეა არ იყო’.


‘სენატორების ინტერესების გათვალისწინებით, მიწვევის გაუქმება გადავწყვიტე’, – თქვა NASA-ს ხელმძღვანელმა.


5 დეკემბერს NASA-მ ‘როსკომოსის’ ხელმძღვანელის დიმიტრი როგოზინის აშშ-ში ვიზიტის გაუქმების შესახებ განაცხადა. 


დიმიტრი როგოზინი იმ პირველი რუსი პოლიტიკოსების სიაში იყო, რომლებიც 2014 წელს ამერიკულ სანქციებში მოხვდნენ. 2014 წელს ანტირუსული სანქციები აშშ-მა ყირიმის ოკუპაციის შემდეგ დააწესა. თუმცა გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო დროებითი გადაწყვეტილება, და რუსეთის „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელს დიმიტრი როგოზინს პერსონალური სანქციები მოუხსნა, რათა მას NASA-ს მიწვევით, შტატებში გამზავრება შეძლებოდა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.