Header Ads

WhatsApp-მა ზოგიერთ სმარტფონზე მხარდაჭერა...

WhatsApp-მა ზოგიერთ სმარტფონზე მხარდაჭერა...

WhatsApp



ახალი წლიდან საკომუნიკაციო მესენჯერმა WhatsApp-მა ზოგიერთ მოწყობილობაზე მხარდაჭერა შეწყვიტა. ამის შესახებ TechGenyz-ი წერს


ლაპარაკია S40 ტიპის Nokia-ს სმარტფონებზე, მათ შორის Asha 501-ზე, 201-ზე, 301-სა და სხვებზე. სამაგიეროდ მესენჯერი ხელმისაწვდომი გახდა Nokia 8110 4G ტიპის მოდელებისთვის.   


2020 წლის თებერვლამდე მსგავსი გადაწყვეტილება ამოქმედდება Android v2.3.7 და ისეთი ძველი ოპერაციული სისტემის მქონე სმარტფონებისთვის, როგორიც iOS 7 არის. 


2017 წელს WhatsApp-ის მხარდაჭერა შეწყდა BlackBerry-ს კლასიკური ტიპის ოპერაციულ სისტემასა და Windows Phone 7 მოწყობილობებზე.


WhatsApp-ი 2009 წელს Yahoo-ს ორმა ყოფილმა თანამშრომელმა დააფუძნა. 2014 წელს აპლიკაცია Facebook-მა 19 მილიარდ დოლარად შეიძინა. 


WhatsApp-ს თვეში დაახლოებით 450 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.